"ოცნებას" გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროფესორები

02.03.26 15:45
"ოცნებას" გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროფესორები

უნივერსიტეტის კვოტების გადანაწილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების პროფესორები.

ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ცოფურაშვილმა განაცხადა. 

პროფესორები თვლიან, რომ "ქართული ოცნების" განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას დააზიანებს.

მან ვრცლად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც პროფესორების განმარტებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს.

„მიგვაჩნია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დახურვა ვერ მოემსახურება გაცხადებულ მიზანს, რადგან ჩვენს პროგრამაში ჩართული 12 პროფესორიდან 7-ს გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის და შვეიცარიის საუკეთესო უნივერსიტეტებში ჰქონდა სადოქტორო ხარისხი დაცული. ჩვენ, ჩვენი ევროპული გამოცდილების მიხედვით გვქონდა აგებული პროგრამა როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად. ამ ევროპულ გამოცდილებას ვიყენებდით სწავლების მეთოდოლოგიის დროსაც. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნდამენტურად ისწავლებოდა ფილოსოფიის დარგები",- განაცხადა თამარ ცოფურაშვილმა.