სანქცირებული დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, როგორ იღებს ხელფასს
არაერთი ქვეყნის მიერ სანქცირებული ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, როგორ იღებს ხელფასს იმ დროს, როდესაც მისი ანგარიშები დაყადაღებულია. კითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "პირველებმა" გაარკვია, რომ შს მინისტრის მოადგილის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ თანამდებობის პირს არცერთ ბანკში ანგარიში არ გააჩნია.
"არ არის თქვენი საქმე", - ასე პასუხობს შს მინისტრის მოადგილე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე დარახველიძე სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბალტიის ქვეყნებმა მას სავიზო, ხოლო ბრიტანეთმა ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესა.