რა ეფექტი აქვს სანქციებს?
ორი ქართული ტელევიზია, ბრიტანეთმა სიღრმისეული ანალიზის შემდეგ დაასანქცირა - ასეთი პოზიცია აქვს ბორის ჯონსონს, ბრიტანეთის ექს-პრემირს, რომელის მმართველობის დროსაც, რუსული საინფორმაციო არხების წინააღმდეგ არაერთი სანქცია დაწესდა. ჯონსომა ყველაზე კარგად იცის რა პრინციპებს ეყრდნობა ოფიციალური ლონდონი, როდესაც სანქციებს აწესებს, რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ მუშაობის გამო.
ტელეკომპანია "იმედის" და PosTV-ი დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პროპაგანდის იარაღად. მათ წინააღმდეგ ამოქმედებულია ფინანსური სანქციების შესახებ, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს ნებისმიერი კერძო კომპანიისთვის უმძიმესი განაჩენია, "ქართულ ოცნება" ამბობს, რომ არ ეშინია პარტიასთან დაკავშირებული არხების დასანქცირების, თუმცა ფაქტები სულ სხვა რეალობას აჩვენებს. "ქართულმა ოცნება" ბრიტანული სანქციებისგან, ვერც მისი მოქმედი მაღალჩინოსნების გადარჩენა ვერ შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მოადგილე ერთ-ერთი პირველი იყო ვისაც ბრიტანეთმა, 2024 წლის აქციების დროს ქართველი ხალხის წამებისა და ცემის გამო სანქციები დაუწესა. მინისტრის მოადგილის დეკლარაციით დგინდება, რომ მის შემთვევაში "ოცნებამ" ვერ მოახერხა გვერდი აეარა სანქციებისთვის. დოკუმენტი აჩვენებს, რომ ჩინოვნიკი ყველა ბანკში დაბლოკილია და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბანკი "ქართუც" კი ვერ აძლევს უფლებას საბანკო სერვისები მიიღოს.
სრულ ფინანსურ ბლოკადაშია მოქცეული სასამართლო კლანის შეფი ლევან მურუსიძე. მისი დეკლარაციის თანახმად, მურუსიძეს არცერთი ბანკში ანგარიში არ შემორჩა, ყველა ანგარიში, მათ შორის "ქართუ" ბანკში განულებული აქვს კლანის კიდევ ერთ შეფს, მიხეილ ჩინჩალაძეს. თუ სანქციები არ მუშაობს, რატომ დაუბლოკა ყველა ბანკმა ყველა ანგარიში მათ წარმომადგენლებს? ამ კითხვაზე პასუხი "ქართულ ოცნებას" არ აქვს.