"ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა" - ბაკურ კვაშილავა "ოპოზიციის ალიანსზე"

02.03.26 20:40
"ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა" - ბაკურ კვაშილავა "ოპოზიციის ალიანსზე"

 

 

"ეს არის მაგალითი არის იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა" - ამის შესახებ პარტია "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელმა, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა და "ოპოზიციის ალიანსზე" ისაუბრა.

მისი თქმით, ალიანსის მიზანია ქვეყანა დააბრუნოს "იმ კურსზე, რომელიც იქნება მისივე კონსტიტუციის ერთგული". 

თავისუფლების მოედანი იმედით უყურებს ამ შეთანხმებას, ეს არის უნიკალური შეთანხმება იმიტომ, რომ დიამეტრალურად განსხვავებული წარსულის მქონე პარტიები, რომლებსაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები აქვთ რიგ საკითხებზე შეიკრიბნენ, მიაღწიეს შეთანხმებას, შეთანხმებას საქართველოსთვის, რომელსაც "ოპოზიციის ალიანსი" ჰქვია და ეს არის მაგალითი იმის, როდესაც ქვეყანა განსაცდელშია, როგორ შეიძლება კომპრომისის გამონახვა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი. 

ჩვენი მიზანია ქვეყანა დავაბრუნოთ იმ კურსზე, რომელიც იქნება მისივე კონსტიტუციის ერთგული და დავუბრუნოთ ჩვენს ხალხს თავისუფლება და ღირსება," - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ