"ოპოზიციის ალიანსი" საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე შეთანხმდა" - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, "ოპოზიციის ალიანსი" საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე შეთანხმდა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ არ უნდა დარჩეს, არამედ იქცეს ისტორიულ დღედ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას.
შეიქმნა "ოპოზიციის ალიანსი", რომელიც შეთანხმდა საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე ისევე, როგორც შეთანხმდა ერთობლივი მოქმედების ხედვებზე და წესებზე.
მე მინდა გულწრფელად მადლობა გადავუხადო ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელიც ახლა ამ ოთახში არის, ძირითადად მათი ნამუშევარია ის დოკუმენტი, რომელიც საჯაროდ დაიდო უკვე მაშინ, როდესაც რამდენიმე ჩვენგანი ჯერ კიდევ პატიმრობაში ვიყავით. ამიტომ, დიდი შრომა აქვთ ჩადებული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შეთანხმება შედგა.
ჩემი აზრით, არის მნიშვნელოვანი დღე და მე მინდა, რომ ყველამ, ჩვენ, მათ შორის იმ პარტიებმა, რომლებიც ოთახში არიან, ვეცადოთ, რომ ეს დღე არ დარჩეს უბრალოდ მნიშვნელოვან დღედ და იქცეს ისტორიულ დღედ, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა რეჟიმის დამარცხებას," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.