"ოპოზიციის ალიანსი" შედგა, ჩვენ ვქმნით ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას" - გიგა ლემონჯავა

02.03.26 21:00
"ოპოზიციის ალიანსი" შედგა, ჩვენ ვქმნით ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას" - გიგა ლემონჯავა

 

 

"ოპოზიციის ალიანსი" შედგა, ჩვენ ვქმნით ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ოპოზიციის ალიანსი" არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო პროდასავლური პარტიების გაერთიანებას.

"ოპოზიციის ალიანსი" შედგა, ჩვენ ვქმნით სანდო ალტერნატივას პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვგულისხმობ ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს არის წესებზე დაფუძნებული საერთო შეთანხმება, რომელიც გულისხმობს გამარჯვების საერთო სტრატეგიის გარშემო პროდასავლური პარტიების გაერთიანებას. 

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, მათ ვინც თავისი პერსონალური ამოცანები გაწია უკან და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები წამოწია წინა პლანზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ ალიანსის კარი არის ღია ყველა პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფისთვის, ამით არ მთავრდება "ოპოზიციის ალიანსის" საბოლოო ფორმირება, ჩვენ ველოდებით სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ჯგუფებს ვაგრძელებთ მათთანაც კოორდინაციას," - ამბობს გიგა ლემონჯავა.