თინა ბოკუჩავა "ოპოზიციის ალიანსზე": ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით
"ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს.
პრო-დასავლური პარტიის ლიდერი "ოპოზიციის ალიანსს" ეხმაურება.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც შეძლო ერთად დგომა, ეს არის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი ასევე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რომლის სრული პოზიცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ გვერდზე, ისიც მადლობას უხდის ყველას, ვინც შეძლო ერთად დადგომა, გასაგებია რომ არსებობს ჩვენ შორის განსხვავებები, მაგრამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე იმიტომ, რომ მიგვაჩნია, სწორედ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი.
დღეს, ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.