"ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე" - თამარ ჩერგოლეიშვილი "ოპოზიციის ალიანსზე"

02.03.26 21:36
"ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე" - თამარ ჩერგოლეიშვილი "ოპოზიციის ალიანსზე"

 

 

"ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე" - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ოპოზიციის ალიანსი" არის ალტერნატივა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს. 

ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა, არის ჟამი ქვათა შეგროვებისა - ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, "ოპოზიციური ალიანსი" შედგა. ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა, ჩვენ განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენ ძალად. 

განსხვავდება ეს ერთობა იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს. აქცია, სანქცია, ალტერნატივა  - ახლა შედგა ალტერნატივა, აქცია მიდის, დასანქცირებულები აგერ ხართ და ახლა შეიქმნება ალტერნატივა. 

არ გვყავს დაკარგული ელექტორატი, ძალიან დიდი ელექტორატი გვყავს. ჩვენ გამოვუთხრით ძირს "ქართულ ოცნებას". ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ყველა შემოგვიერთდება ვისაც გადარჩენა უნდა. ასეთი ჟამი დგას და ახლა გადაყირავების ჟამი დგას "ოცნების" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.