"ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს "ოპოზიციის ალიანსი" შემდგარიყო" - გიგი წერეთელი
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს "ოპოზიციის ალიანსი" შემდგარიყო" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ "ოპოზიციის ალიანსის" წევრებს საზოგადოებასთან მნიშვნელოვანი კონტაქტი ექნებათ, რათა მოქალაქეებმა მალე გაიგონ, როგორი იქნება მათი აქტივობის მეთოდები და რას გააკეთებენ ამისთვის.
უპირველესყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს "ოპოზიციის ალიანსი" შემდგარიყო და აქ არის სწორედ ის მთავარი ამბავი, რომ პარტიების და მათშორის, ბუნებრივია, ევროპული საქართველოს პარტიები იყო ჩართული ამ პროცესში, ეს მრავალფეროვნება ამავე დროს არის სიძლიერე, ეს არის დაკვეთა და სურვილი იმ ადამიანების, ვინც უკვე ამდენი ხანია არის პროტესტში იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიული ცვლილება იყოს.
მე ვფიქრობ, რომ ის პარტიები, რომლებიც დღეს შეთანხმდნენ ურთიერთობის პრინციპებზე, მოქმედების პრინციპებზე, სტრატეგიაზე და ყველაზე მთავარი, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი და ის ვითარება, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, გამოვიყენოთ თუნდაც გეოპოლიტიკური ცვლილებები, რაც არის სწორად, ეფექტურად და ამას სჭირდება ამგვარი ერთობა, ალიანსი, ოპოზიციის გაერთიანება. ეს არის, მე ვფიქრობ, დღეს მთავარი ამბავი და ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენ საზოგადოებასთან გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტი იმისთვის, რომ შეიტყონ და მალე გაიგონ, როგორი იქნება აქტივობის მეთოდები და რას გავაკეთებთ ამისთვის," - აღნიშნა გიგი წერეთელმა.