სააკაშვილს შიმშილობის პროტოკოლი არ დაურღვევია - ექიმები
საკვები დანამატები, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო, მძიმე პაციენტებში გამოიყენება. პარენტერალური კვება პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა ნივთიერების ორგანიზმში შეყვანით ხდება. ექიმების თქმით, პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრები არა კვების პროცესს, არამედ სამედიცინო მანიპულაციას ასახავდა.
დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის საკვები, ეს არის სამკურნალო ღირებულების მქონე მანიპულაცია. იმ ოთახში კვება არ ხდება, იქ ხდება სამეციდინო მანიპულაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაცას კოვზით გრამებში ირებს ავადმყოფი, ეს არ არის კვება. ვისაც კი უმუშავია მძიმე ავადმყოფებში, იციან, რომ მას ქვია პარენტერალური კვება, რომ პარამეტრები შეივსოს", - ამბობს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.
ექიმი ვილი პაჭკორია აღნიშნავს, რომ ბიოდანამატების მიღება შიმშილობის პროტოკოლს არ არღვევს, რადგან კონკრეტული ნივთიერებით ორგანიზმის შევსება მოშიმშილე პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შესავსებად აუცილებელია.
ბიოდანამატების მიღება არ გახლავთ შიმშილობის პროტოკოლის დარღვევა, ბიოდანამატების მიღება ეს არის ნივთიერებები, რომელიც ავსებს ამა თუ იმ ელემენტს, ვიტამინებს, რომლებიც სასიცოცხლოდ ჭირდება ორგანიზმს. აქედან გამომდინარე ის ვერ ჩაანაცვლებს, ვერც ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, ამინომჟავებს. ეს არის იმისთვის, რომ ორგანიზმი შეივსოს იმ ელემენტარული ნივთიერებებით, რაც აუცილებელია ორგანიზმის სიცოცხლისმყოფელობისთვის", - ამბობს ვილი პაჭკორია.