არავის საფუძველი აღარ აქვს, მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა - მაჭარაშვილი სააკაშვილის კადრების შემდეგ
პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმაურებიან. გურამ მაჭარაშვილის მტკიცებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის, შესაბამისად, მისი კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ გაუმჯობესდება ეს არის ძალიან კარგი. მნიშვნელობა არ აქვს საკვების რა ფორმას ღებულობს, მთვაარია, რომ ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე არცერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს არის პოზიტიური ინფორმაცია და ამის შესაბამისად, ბუნებრივია, რომ არავის უკვე საფუძველი აღარ აქვს, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა", - ამბობს მაჭარაშვილი.