"ჟურნალისტების დემონიზება მიუღებელია, ეს დემოკრატიას ანადგურებს" - ცენზურის მკვლევარი
"ჟურნალისტების დემონიზება მიუღებელია, ეს დემოკრატიას ანადგურებს" - ასე ეხმაურება მედია ცენზურის მკვლევარი, ნიკოლას უილიამსი ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მიერ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.
- ცნობისთვის, ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა.
მისი განცხადებით, ჟურნალისტების დემონიზება საბოლოოდ არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებზე, სრულიად მოსახლეობაზე აისახება.
ბოლო ანგარიში საქართველოზე აჩვენებს რომ მედიის თავისუფლება მკვეთრად გაუარესებულია. ამის მიზეზი კი ინსტიტუტების პოლიტიზებაა. ფონდებთან კავშირები შეზღუდეს, რაც დამოუკიდებელი მედიისთვის პრაქტიკულად განადგურების ტოლფასია. ჟურნალისტების დემონიზება მიუღებელია, ეს დემოკრატიას ანადგურებს, რაც საბოლოოდ არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებზე, სრულიად მოსახლეობაზე აისახება," - განაცხადა ნიკოლას უილიამსმა.