მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
პარლამენტში მოშიმშილე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა ხოშტარიას პირველადი დამხარება აღმოუჩინეს. სასწრაფო დამხარების ბრიგადის წევრმა "ტვ პირველთან" თქვა, რომ ხოშტარია შეუძლოდ გახდა, თუმცა ამ ეტაპზე სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ექიმებმა ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.
შიმშილობის ფონზე განვითარდა თავბრუსხვევა და სისუსტე. ჰერმოდინამიკა სტაბილურია", - თქვა ექიმმა.
ხოშტარიას მოსანახულებლად არ გამოჩინელან "ქართული ოცნების" წევრები. მოშიმშილე პოლიტიკოსი ოპოზიციის წევრებმა მოინახულეს. გიგი წერეთლის თქმით, ხოშტარია საგრძნობლად არის დასუსტებული.
შეგახსენებთ, "დროას" ლიდერი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.