78%-იანი გაუარესება ერთ წელში - ევროსაბჭო საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე საუბრობს

03.03.26 20:40
78%-იანი გაუარესება ერთ წელში - ევროსაბჭო საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე საუბრობს

საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა საგანგაშო ტემპით უარესდება - ასეთ დასკვნას ევროპის საბჭოს ჟურნალისტების დაცვის პლატფორმა 2025 წლის მოვლენების შეფასებისას აკეთებს. ანგარიშის მიხედვით, ერთ წელში ვითარება 78%-ით არის გაუარესებული. დოკუმენტში მთავარ გამოწვევებად დასახელებულია უპრეცედენტო რეპრესიები და მოძალადეების დაუსჯელობა, რის გამოც ჟურნალისტური საქმიანობა ქვეყანაში მაღალი რისკის შემცველად ფასდება.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და რეპრესიების მაღალი მაჩვენებელია. ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტებზე ძალადობის სიხშირით საქართველო სერბეთსა და თურქეთთან ერთად ლიდერობს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზების ნიშნები იკვეთება და ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლის მცდელობები შეინიშნება.

ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.