გამსხვილდება თუ არა ოპოზიციური ერთობა და როგორია "ოცნების" პასუხი ოპონენტების ალიანსზე
„ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ - ამ პრინციპზე დაფუძნდა ცხრა პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ახალი ოპოზიციური ალიანსი. გაერთიანების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მუშაობას იწყებენ ივანიშვილის გუნდის ძლიერი ალტერნატივის ჩამოსაყალიბებლად.
პარტიების თქმით, გაერთიანება არ გულისხმობს იდენტობის დაკარგვას — თითოეული სუბიექტი ინარჩუნებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუმცა ერთიანდება საერთო მიზნების მისაღწევად. ამ მიზნებს შორის სახელდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების შეცვლა. ალიანსი ასევე პარტნიორებთან კოორდინირებულ მუშაობას გეგმავს.
გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის თანამშრომლობა ამ ფორმატში აქამდე არ განხორციელებულა. მათი განმარტებით, ალიანსი არ გულისხმობს ერთიან საარჩევნო სიას ან ერთ ნომერს. უახლოეს პერიოდში იგეგმება შეხვედრები საზოგადოების აქტიურ ჯგუფებთან და ერთიანი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება.
ივანიშვილის გუნდში გაერთიანებას უკვე კრიტიკულად აფასებენ. დეპუტატების განცხადებით, ალიანსი „დასავლეთის დაკვეთას“ წარმოადგენს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შეფასებებს უარყოფენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.