იზოლაციიდან კონტაქტების ძიებამდე - "ოცნების" დელეგაცია ვაშინგტონში პრორუსმა კონგესმენმა მიიწვია
„ქართული ოცნების“ ვაშინგტონის ვიზიტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ყურადღება მარიამ ლაშხისა და ნიკოლოზ სამხარაძის მისიისკენ არის მიმართული. თბილისში დარჩენილი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ დელეგაციის წევრებს კონფერენციაში მონაწილეობაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ — მათ, მათი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების აღდგენის პროცესში პოზიციების განმარტება უნდა შეძლონ.
ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ქართული მხარე მზად არის ურთიერთობების „ნაბიჯ-ნაბიჯ“ აღდგენის პროცესისთვის, თუმცა ამ პროცესს გარკვეული პირობებიც ახლავს.
ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია ამერიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მიიწვია. საჯარო წყაროების მიხედვით, ლუნა ცნობილია უკრაინის მხარდაჭერის მიმართ კრიტიკული პოზიციებით. მედიაში ასევე გავრცელებულია ფოტოები, სადაც იგი რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად არის გადაღებული.
კონგრესში ლუნა ე.წ. „უკრაინით დაღლილობის“ რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორია და არაერთხელ მოუწოდებდა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას. იგი ასევე გამოდიოდა ნატოს როლის გადახედვის ინიციატივით.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.