ჩვენ “ოცნებასთან“ არ ვივაჭრებთ, ჯერ პატიმრები გამოუშვან და შემდეგ შესაძლოა, ვილაპარაკოთ, თუმცა დათმობები არ იქნება - გვარამია

03.03.26 23:25
ჩვენ “ოცნებასთან“ არ ვივაჭრებთ, ჯერ პატიმრები გამოუშვან და შემდეგ შესაძლოა, ვილაპარაკოთ, თუმცა დათმობები არ იქნება - გვარამია

“ოცნებას“ ჩვენთან შეხების წერტილები სჭირდება და ვერ პოულობს, იმიტომ რომ დათმობები არ იქნება, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

პოლიტიკოსის მტკიცებით, დათმობები არ იქნება და არანაირი გზით, არ დაიწყებენ “ოცნებასთან“ საუბარს იქამდე, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან.

ამასთან, გვარამია თქმით, პატიმრების გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დათმობაზე წავიდნენ, ეს უბრალოდ იმის ნიშანი იქნება, რომ მათთან საუბარის დაწყება გახდება შესაძლებელი.

“გადადგან ნაბიჯი, გამოუშვან ეს ხალხი და მერე შეიძლება ლაპარაკი არჩევნებზე, ოღონდ ჩვენი პირობებით“, - თქვა გვარამიამ.

ის რომ სიგნალი გამოუშვან, მეპარაკეთ, ეს ვერ მოხდება, იციან, აქედან ამ სიგნალის მიმღებები აღარ არიან, ჩაკეტილია ეს ამბავი. იმიტომ კი არა, რომ კედელი ავაშენთ, განყენებულად ვართ და არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით, პირველი ნაბიჯი, რომელსაც ყველას საჩვენებლად გადმოდგამენ, მათზეა. ბურთი მათ მოედანზეა. ჩვენ გვყავს პატიმრები, ჯერ პატიმრები უნდა გამოუშვან და ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი მერეა შესაძლებელი, თუმცა დათმობები არ იქნება. პატიმრების გამოშვებას იმიტომ ვიძახი, რომ ტყვეებად მათ გაიხადეს, მაგრამ ჩვენ ამაში არ ჩავყვებით, ჩვენ არ ვივაჭრებთ. ჩვენთვის ისინი არიან გმირები და სხედან გმირებად. ტყვედ ისინი გაიხადა ივანიშვილმა და მათ რომ ავყვეთ ვაჭრობაში, გამოდის, რომ ჩვენც ვეთანხმებით, რომ ტყვეები არიან და მოდი ვივაჭროთ. გადადგან ნაბიჯი, გამოუშვან ეს ხალხი და მერე შეიძლება ლაპარაკი არჩევნებზე, ოღონდ ჩვენი პირობებით. მე ახლა ვსაუბრობ, როგორც კოალიციის ლიდერი, რომელსაც ჰყავს პარტიის წევრები პატიმრობაში, და არა ალიანსის სახელით. პატიმრების ბედით ჩვენ არ ვივაჭრებთ, “ქართული ოცნება“ ვერ დაუჯდება მაგიდას, სადაც მათ მხარეს იქნება პატიმრებით ვაჭრობა, - განაცხადა გვარამიამ.