სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა
რუსთავის მე-12 ციხეში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შევიდა. ყიფშიძე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა. ყიფშიძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 38-ე დღეა შიმშილობს.