ეს არის უხეში დარღვევა კანონის - ბესელია სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე

07.11.21 15:17
ეს არის უხეში დარღვევა კანონის - ბესელია სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

ეს არის უხეში დარღვევა კანონის, პერსონალური მონაცემების დარღვევა და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი, რომლის სამსახურმაც როგორც ვიცი დაიწყო შესწავლა ამ ფაქტების, სმაართლიან და ობიექტურ დასკვნას დადებს", - ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრებში მესამე პრეზიდენტი სამედიცინო კაბინეტში იმყოფება და ექიმების მითითებით საკვებ დანამატს იღებს.

მსგავსი სიახლეები