"დიფ სთეითის წონიანი აგენტი" - კირცხალია ბორის ჯონსონზე
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ მხარდაჭერა დღეს პარლამენტშიც გამოაცხადეს. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა ორი ქართული ტელეარხი ისე შეიყვანეს სანქციების სიაში, რომ მათი გადაცემები საერთოდ არ უნახავთ.
დეპუტატ ირაკლი კირცხალაიას თქმით, სანქციები უსამართლოა და პოლიტიკური გადაწყვეტილების ნიშნებს ატარებს.
"ოცნების" წევრს არც ბორის ჯონსონის კრიტიკა გამორჩა და მას "დიფ სთეითის აგენტი" უწოდა.
ბორის ჯონნსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბუსრდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად ეწოდება "ომის წამქეზებლად". სწორედ ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტაბოლის მოლაპარაკებების შემდეგ კიევს ეწვია და უკრაინულ მხარეს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერათ და უბრალოდ, ებრძოლათ.
რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში დიფ სთეითის წონიანი აგენტის ბორის ჯონსობის გამოჩენა შემთხვევითია, - თქვა კირცხალიამ.