პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის სტატუსი არ შეუცვლია და მის ფორმად მითითებულია სრული შიმშილობა. ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრის განცხადებამდე და განცხადების შემდეგ გადაამოწმა. ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის, რამდენად კანონიერი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება.
ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე, ისე მის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობის ფორმა, არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ არის განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ. გვექნება შესაბამისი შესწვალა და გამოვკვეთთ, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესი იმის, რომ ყველაზე ინტიმური და პერსონალური, ექიმის ოთახთან შეხვედრის სივრცის, საჯარო გავრცელება მომხდარიყო",- ამბობს ბურჯანაძე.