პაპუაშვილს მინდა ვკითხო, თავად ამოეწერება ქართული ოცნების რიგებიდან თუ ვინმემ უნდა გარიცხოს? - ბუაძე

04.03.26 16:51
პაპუაშვილს მინდა ვკითხო, თავად ამოეწერება ქართული ოცნების რიგებიდან თუ ვინმემ უნდა გარიცხოს? - ბუაძე

შალვა პაპუაშვილს მინდა ვკითხო, თავად ამოეწერება ქართული ოცნების რიგებიდან თუ ვინმემ უნდა გარიცხოს? - ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკოსი საბა ბუაძე "ქართული ოცნების" ლიდერს. 

მისი თქმით, პაპუაშვილი "სულ რაღაც 6 წლის წინ საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელი იყო":

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია პარტიის წევრი იყოს პირი, რომელმაც ბოლო 8 წლის განმავლობაში შემოსავალი მიიღო უცხოური ძალის გამტარებელი ორგანიზაციიდან.

შალვა პაპუაშვილს მინდა ვკითხო, რომელიც სულ რაღაც 6 წლის წინ საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელი იყო - ის თავად ამოეწერება ქართული ოცნების რიგებიდან თუ ვინმემ უნდა გარიცხოს? ამ კანონის მიხედვით დაუშვებელია მისი არაერთი კოლეგის პარტიის წევრად ყოფნა.

როგორც თვითონ ამბობს, მისთვის შეიძლება პარტიაში ყოფნა, რადგან თავად "უცხო ძალას" წარმოადგენდა 20 წლის განმავლობაში და არა "უცხო ძალის გამტარებელ ორგანიზაციას.

კონსტიტუციის ასეთი უთავმოყვარეო ფორმით „ფეხებზე დაკიდება“ არავის გვიკვირს, მაგასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა" -  წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში და ოცნების მიერ გრანტების კანონის მიღებას ეხმაურება, რომლის დარღვევაც პატიმრობასაც ითვალისწინებს.