ივანიშვილს პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ურჩიეს
ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, "ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა [ბიძინა ივანიშვილს], რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზე-სახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება".
ექსპერტი "ქართული ოცნბის" დამფუძნებელს ურჩევს, "პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს", სხვა შემთხვევაში, ხუხაშვილის შეფასებით "განწირულია".
არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის სამყარო, საითაც უნდა გადაათამაშოს, სერიოზულად დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში ირანის ტიპის მმართველობითი, არაინსტიტუციური “ლიდერის” მოდელია დამკვიდრებული.
იყო დრო, როცა ჩემს მოსაზრებებს ისმენდა და ითვალისწინებდა.
ახლაც ვურჩევ:პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.
სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც…
P.S. გთხოვთ, ნუ დაიწყებთ “მოშორდეს”, “წავიდეს” და ა.შ.
ჩვენი სურვილები ერთია, რეალური პოლიტიკა მეორე. კაცი რომ წავიდეს, ჯერ კარები უნდა იპოვოს.