რუსთავის ციხესთან ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

07.11.21 17:16
რუსთავის ციხესთან ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა

რუსთავის ციხესთან ერთ-ერთი მოშიმშილე ქალი ცუდად გახდა. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მივიდა. პაციენტს პირველად დახმარებას ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ. როგორც ცნობილია, ქალი მერვე დღეა, შიმშილობს, რის გამოც შეუძლოდ გახდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მესამე დღეა,  მოქალაქეები რუსთავის ციხესთან შიმშილობენ. ადგილზე გაშლილია კარვები.

 

 

მსგავსი სიახლეები