რატომ მოკლეს ლევან ჯანგველაძე? - სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება

04.03.26 20:03
რატომ მოკლეს ლევან ჯანგველაძე? - სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს მოულოდნელი სცენარით წავიდა. პროკურატურის მოწმემ ოთარ რომანოვ ფარცხალაძესა და "კანონიერი ქურდის" ძმას შორის კონფლიქტის დღემდე უთქმელი მიზეზი დაასახელა. ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე, რომელსაც დიდი გავლენები ჰქონდა, რუსეთი პოლიტიკურ პროცესებში შუამავლობას სთავაზობდა, ამას კი ოთარ ფარცხალაძე განიცდიდა, რადგან ეს კავშირები მას ჰქონდა ჩაბარებული.    

დღეს გაირკვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის ჯაშუშად გამოცხადებული ფარცხალაძე საქართველოში პრორუსული ტელევიზიის ყიდვას აპირებდა. კოკა მორგოშიას დაკითხვის დროს თქვა, რომ ფარცხალაძეს "ალტ ინფოს" 50 % იანი წილის შეძენა სურდა. ეს გარემოება ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების დოკუმენტის ჩანაწერს, სადაც ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზად რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის შეცვლა არის დასახელებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოშ რუსული ონლაინ მაღაზიის ქსელის "ვალდბერისის" ინტერესი ჰქონდა, უკრაინის მიერ სანქცირებული ონლაინ შოპინგის გიგანმა საქართველოში ფეხი ელვის სისწრაფით მოიკიდა. ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა", რამდენიმე თვის წინ მოამზადა. მაშინ დადგინდა, რომ  საცალო გაყიდვების გიგანტი, ქვეყანაში შპს "ტრანსკომ გრუპის" სახელით ოპერირებს, მისი მფლობელი  სერგი თვალჭრელიძეა. ქართულ ბაზარზე ეს კომპანია 2024 წელს გამოჩნდა. ოპერირება დაწყებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 11 ნოემბერს რუსული საცალო გაყიდვების გიგანტის ქართული ქსელის მფლობელი, ერთ ლარად ლაშა მეგრელიძე გახდა. მეგრელიძე იმ დროს უკვე უკავებდა "ქართუში". 

სკანდალური ჩვენება სასამართლოში - ლიზა ლასარეიშვილის სპეციალური რეპორტაჟი