"არ აგარევინებთ" - "უცნობი" პარლამენტთან აქციას მართავს

07.11.21 17:23
"არ აგარევინებთ" - "უცნობი" პარლამენტთან აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა. დემონსტრაციას შეუერთდნენ რადიკალური ჯგუფები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. შეკრებილი მოქალაქეები 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

შეკრებილი ადამიანები ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან და ჟურნალისტების მიმართ აგრესიას იჩენენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

მსგავსი სიახლეები