"შარლ მიშელი 2 არ იქნება" - რა პასუხი აქვს ოპოზიციურ ერთობას "ოცნებისთვის"

04.03.26 20:27
"შარლ მიშელი 2 არ იქნება" - რა პასუხი აქვს ოპოზიციურ ერთობას "ოცნებისთვის"

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან შეთანხმების დასადებად ნიადაგს ამზადებს. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე ივანიშვილს ქვეყანაში პროცესის ნორმალიზება ახალი მოლაპარაკებების გზით უნდა. ამ მიზნისთვის კი ახლა "ოცნების" მთავარი ამოცანა პარტნიორებს შორის სანდო შუამავლის პოვნა და შალრ მიშელის შეთანხმების მსგავსი ფორმატის გამეორებაა. 

"ოპოზიციური ალიანსი" "ოცნების" ამ სურვილებს ბოლოდროინდელ ნაბიჯებში ხედავს. მათთვის სახელისუფლებო პარტია ჩიხური ვითარების იმიტაციას განზრახ ქმნის, რათა საბოლოოდ მოწინააღმდეგეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად დაიყოლიოს, თუმცა "შარლ მიშელი 2 არ გამოვა" - ამბობენ ალიანსში და "ოცნებას" წინასწარვე უთვლიან, რომ პირობებზე კომპრომისი არ იქნება. მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ახალ არჩევნებზე. 

არის თუ არა ოპოზიციასთან დიალოგი ქართული ოცნების რეალური სურვილი - ალიანსის წევრებისთვის ცხადია, რომ ივანიშვილის ყველა ნაბიჯი ძალაუფლების შენარჩუნების იდეაზე გადის და მას დიალოგის მცდელობაც მხოლოდ ამ იდეის გამო ექნება. ოპოზიციისთვის დიალოგს აზრი მაშინ ექნება, თუკი ის დასრულდება ისეთი შეთანხმებით, სადაც "ქართული ოცნება" იძულებული გახდება, დათანხმდეს სამართლიანი არჩევნების პირობას. სწორედ ამ მიზანზე მუშაობს 9 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება. 

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში -  რუსუდან დუმბაძე დეტალებით