ოპერაციის მეხუთე დღე ირანში - გენერალი კაპანაძე განმარტავს, რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი რეგიონში

04.03.26 21:12
ოპერაციის მეხუთე დღე ირანში - გენერალი კაპანაძე განმარტავს, რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი რეგიონში

ინიციატივა "ჯერ საქართველოს" წევრი, გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს TV პირველის ეთერში აფასებს და განმარტავს, რა გეოპოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი რეგიონში. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამხედრო ფაზის შემდგომი, ტრანზიტული ფაზა - "აქ ყველაზე რთულად პროგნოზირებადია რა ვითარება შეიძლება განვითარდეს".

მნიშვნელოვანია, თუ რა იგულისხმება დაასრულებს ამ მოქმედებებს, სამხედრო თვალსაზრისით სრულიად მიღწევადი არის, ყველაზე რთული ფაზა რაც არის, ეს არის ტრანზიტული ფაზა, სამხედრო ფაზის შემდგომი ფაზა რაც უნდა იყოს ირანში. აქ ყველაზე რთულად პროგნოზირებადია რა ვითარება შეიძლება განვითარდეს, შეიძლება იყოს სირიის ვარიანტი, სირიიზაცია აღნიშნული ტერიტორიის, ან შეიძლება იყოს სრული ცვლილება ხელისუფლების, მოსახლეობის მერ და მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების მიერ, თუ დააკვირდებით ამჯერად დარტყმები ხდება ძირითადად არა შეიარაღებულ ძალებზე, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე. შესაბამისად გამოჟონილი ინფორმაციით არის ესეთი მოსაზრებაც, რომ ხდება კულუარული მოლაპარაკებები სამხედრო ხელმძღვანელბასთან, ასევე ხდება, გარკვეულწილად, CNN-ის გადმოცემით, ქურთი მებრძოლების შეიარაღება, რომლებიც არიან ირანში... ასევე ხდება მოლაპარაკებები გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებთან. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ განვითარდება შემდგომი ტრანზიტული ფაზა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 

გენერალი აღნიშნავს, რომ გათვლებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით, დაახლოებით 48 საათის შემდეგ მნიშვნელოვნად უნდა დაიკლოს ამ რაკეტების გაშვების რაოდენობამ, თუმცა ის არ შეწყდება. 

მისივე განმარტებით, ძალიან მნშვნელოვანია, არა თვითონ რაკეტების რაოდენობა, არამედ რაკეტების გამშვებების რაოდენობა, რომელზეც "დღეს მიმდინარეობს ნადირობა".

12-დღიანი ომის შემდეგ, როგორც ექსპერტები ითვლიდნენ, ირანს ჯერ კიდევ დარჩენილი ჰქონდა 2000-მდე შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა, ეს 2000 კმ.-ს ფარავს... არის "ფატაჰ-ასადები", რომლებიც 300 კმ.-ს ფარავს და ეს მეზობელი ქვეყნებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას და მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. 

ძალიან მნშვნელოვანია, არა თვითონ რაკეტების რაოდენობა, არამედ რაკეტების გამშვებების რაოდენობა, რომლის გარეშეც ეს რაკეტები არ იქნება ეფექტიანი, შესაბამისად დღეს მიმდინარეობს ნადირობა ამ გამშვებებზე. ჯერ-ჯერობით გააჩნია ირანს ეს შესაძლებლობა, თუმცა მაინც ჩანს ტენდენცია გაშვებული რაკეტების რაოდენობის დაკლების და მე მგონია, ჩემი აზრით, თუ ამ გათვლებს და ტენდენციას მივყვებით, სადღაც 24-48 საათის შემდეგ მნიშვნელოვნად უნდა დაიკლოს ამ რაკეტების გაშვების რაოდენობამ, თუმცა არ შეწყდება," - აღნიშნა მან.  

გადამდგარი გენერალ-მაიორი სახმელეთო ოპერაციის შესაძლებლობას გამორიცხავს, ვინაიდან დღევანდელი კონფიგურაცია ამერიკელი და ისრაელის ძალების სახმელეთო ოპერაციისთვის მზადყოფნას არ აჩვენებს. 

დღევანდელი კონფიგურაცია ამერიკული ძალების, იგივე ისრაელის ძალების, არ აჩვენებს მზადყოფნას სახმელეთო ოპერაციისთვის, არ ხდება დაჯგუფების შექმნა. მე ეჭვი მეპარება, მოხდეს სახმელეთო ოპერაცია... სახმელეთო ოპერაციას ისრაელიდან მე გამოვრიცხავ, მაგრამ არ გამოვრიცხავ სპეციალური ოპერაციის ელემენტებს, როგორც ამერიკის, ისე ისრაელის მხრიდან," - თქვა ვახტანგ კაპანაძემ. 

როგორც ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რეგიონში მსგავსი მნიშვნელოვანი დაპირისპირების დროს ქვეყნის მიერ შესაბამისი ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული, თუმცა საქართველოს უშიშროების საბჭო ათარ ჰყავს, ასევე არ გააჩნია სახელმძღვანელო დოკუმენტები.

რა თქმა უნდა, რეგიონში, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, მნიშვნელოვანი კრიზისული ვითარებაა, შესაბამისი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ქვეყნის მიერ. ჩვენ უბრალოდ უშიშროების საბჭო აღარ გვყავს, სახელმძღვანელო დოკუმენტები არ გვაქვს, წესით ახალი საფრთხეების დოკუმენტი უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც არ გვაქვს და ნუ დაგვავიწყდება, რომ კასპიის ზღვაშიც არის ირანის საზღვაო ძალები და არაა გამორიცხული დარტყმები იქაც განხორციელდეს. თურქეთი ჯერ-ჯერობით ნეიტრალიტეტს იცავს, არ ერევა ამ დაპირისპირებაში, მაგრამ თუ განვითარდა ეს ვითარებები, არ არის გამორიცხული თურქეთის მნიშვნელოვანი ჩარევა ამ დაპირისპირებაში. 

ვინაიდან, ზოგადად კრიზისი არის რეგიონში, შესაბამისი ნაბიჯები, დოკუმენტები, ზომები, სტანდარტული მოქმედებების პროცედურები უნდა იყოს შემუშავებული, რა თქმა უნდა," - განაცხადა გადამდგარმა გენერალ-მაიორმა.