"ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა - ჯო უილსონი

05.03.26 10:26
"ქართულმა ოცნებამ"  ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა -  ჯო უილსონი

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად ჩააბარა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე ჯო უილსონმა განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას ჯო უილსონმა ევროპის ქვეყნებს ჩინეთის საფრთხესთან მიმართებით სიფხიზლისა და პრინციპულობისკენ მოუწოდა.

"ტაქტიკები, რომლებსაც თითოეული დიქტატორი იყენებს, სულ უფრო ემსგავსება ერთმანეთს, ისინი სულ უფრო რთულდება და შემაშფოთებლად ხელშეწყობილია ტექნოლოგიითა და ინოვაციით. ეს სახელმძღვანელო სრული მასშტაბით არის წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკაში", - თქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. 

უილსონმა, საქართველოზე საუბრისას თქვა, რომ "ქართველ ხალს სურს თავისუფლება და კეთილდღეობა და არა ჩინეთის დიპლომატიის მომაკვდინებელი ხაფანგი და რუსული ოლიგარქია":

ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნების“ დიქტატურამ დააპატიმრა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, არაფრად ჩააგდო ქართველი ხალხი, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა ჩინეთის „ვალის ხაფანგის. დიპლომატია“ და რუსული ოლიგარქია.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამართლიანად მიანიჭა პრიორიტეტი ცენტრალურ აზიას, შუა დერეფანს ჩვენი მიწოდების ჯაჭვის უზრუნველსაყოფად და დივერსიფიკაციისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ქართული ინფრასტრუქტურა, ძირითადად, ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას“ ჩააბარა და ქვეყანა ვალის მონობაში გაყიდა. ამერიკის წვდომა შუა დერეფანზე არსებითად ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლდება"- თქვა მან.