აშშ-ის სენატმა დაბლოკა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა

05.03.26 08:25
აშშ-ის სენატმა დაბლოკა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა

47-მომხრე, 53 წინააღმდეგი -სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.

CNN-ის ინფორმაციით,  რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

 მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაშიც, რეზოლუციას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა ამ ზომას დაამტკიცებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტს ვეტოს დადება შეეძლო. ვეტოს გადასალახად კი კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.