„ვაზისა და ღვინის შესახებ“კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის - TI
„ვაზისა და ღვინის შესახებ“კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკებს ზრდის - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა" წერს.
4 მარტს მეორე მოსმენით იქნა მიღებული ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, ჩვენი შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს.
კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებელის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება"- აღნიშნავს ორგანიზაცია.
იხილეთ კანონპროექტის ანალიზი დეტალურად https://shorturl.at/KA9EU