დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ, შესაძლოა "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილოს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ, შესაძლოა "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილოს - ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა მარგარეტ ქურანმა სახელმწიფო ხაზინას რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის ჰკითხა, განიხილავენ თუ არა იმ "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას, ვინც სანქცირებულ "ტვ იმედთან" და "პოსტ-ტვისთან" თანამშრომლობას განაგრძობენ.
ასევე ბარონესაას აინტერებს, მაშ შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება ქართული ტელეარხების წინააღმდეგ, შეატყობინეს თუ არა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ ქართულ საბანკო ინსტიტუტებს ამ სანქციების შეუსრულებლობსი შემთხვევაში, რა საფრთხეებსი წინაშე დგანან ეს კონკრეტული საბანკო ინსტიტუტები - ამ შემთხვევაში ის გულისხმობს საქართველოს და თბს ბანკს.
ასევე კიხტვა შეეხებოდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ხაზინა ქართულ ბიზნესს გააგებინოს იმის შესახებ, თუ რა საფრთხე ემუქრება მათ თუ არ შესარულებენ ბრიტანეთის სანქციებს.
ბრიტანეთის ხაზინას ახლა ვადა 16 მარტამდე აქვს, რომ ბარონენასას ამ კითხვებს პასუხი გასცეს.
"ოცნებაში" კი ამბობენ, რომ დიდი ბრიტნეთიდან საქნციებს არ ელოდებიან. გია ვოლსკის თქმით, ასევე დაუსაბუთებელია ოფიციალური ლონდონის მხრიდან, რატომ დასანქცირეს მათ "იმედი" და "პოსტ-ტვ".
ნებისმიერს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, ვისაც არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, ეს პრეტენზია უნდა დაასაბუთოს - უნდა თქვა, რომ იცით, რა პოსტ-ტვ თავისი სარედაქციო პოლიტიკით განაპირობებს უკრაინისთვის პრობლემების შექმნას. აი ამ სისულელეს რომ იტყვი, მე ვფიქრობ, რომ ლორდი არ უნდა გერქვას. ნუთუ მართლა ჰგონია რომელიმე ლორდს, რომ თავისი მაღალი წოდებით, რომ "ტვ იმედს", ან "პოსტ-ტვის" შეუძლია თავისი განცხადებებით ან პოზიციით დააზიანოს უკრაინსი ინტერესები სამხედრო დაპირისპირებაში, მითუმეტეს თუ ეგეთი არაფერი თქმულა.
სანქციებს არ ველდოებით, იმიტომ, რომ მაინც გვწამს, გვჯერა ბოლომდე, რომ სიმართლა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.