პარლამენტთან რკინის ბარიკადები აღმართეს

08.11.21 10:24
პარლამენტთან რკინის ბარიკადები აღმართეს

პოლიციამ პარლამენტის მისასვლელთან ლითონის ბარიკადები აღმართა. ფაქტი სავარაუდოდ, ოპოზიციის მიერ დღეს დაანონსებულ აქციას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ რკინის კონსტრუქცია პარლამენტთან პირველად 2019 წლელს ნოემბრის აქციების დროს დადგეს.

დღეს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათი ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები