არალეგიტიმურობა ეხება პერსონებს და არა ორგანოს - დავით ზურაბიშვილი
"ოცნების" ყოფილი თანაგუნდელი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების არაღიარება სულაც არ ნიშნავს ორგანოების არაღიაებას.
ზურაბიშვილი განმარტავს, რომ არალეგიტიმურობა ეხება პერსონებს და არა მაგალითად პარლამენტს, როგორც ორგანოს.
პარლამენტი ძალიანაც ლეგიტიმურია, მაგრამ იმ პარლამენტში რომ მოხვდა გაყალბებული არჩევნებით, აი ის ხალხია არალეგიტიმური - ამბობს დავით ზურაბიშვილი "პირველებთან"
არავინ, ჩვენგანი, როცა ვლაპარაკობთ ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე, არ ვგულისხმობთ პარლამენტს, როგორც ორგანოს. თავისთავად ორგანო, რომელიც განსაზღვრულია კანონით და კონტიტუციით, ის ძალიანაც ლეგიტიმურია, მაგრამ იმ პარლამენტში რომ მოხვდე იმ გაყალბებული არჩევნებით აი ის ხალხია არალეგიტიმური და ისინი, მერე რომ მთავრობას აირჩევენ. ანუ არალეგიტიმურობა ეხება პერსონებს და არა ორგანოს. მე არ მგონია, რომ მას განსაკუთრებით ენაღვლებოდეს, მე და თქვენ ვაღიარებთ თუ არა, ვთქვათ მდინარაძეს ან გორუდლაძეს ლეგიტიმურებად.
მისი მახინჯი და პარანოიდული შეხედულებებით, გათვლა არის ის, რომ დაარწმუნოს "პატრონები" - აქ ვინც აპროტესტებს, ყველასი, რომ აი თქვენ ტყუილად ცდილობთ - თქვენ რაც არ უნდა ამათ უთხრათ, მე ამას არ დავუშვებ, მე ყველაფერს ავკრძალავ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“- ანუ ვინც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აღიარებს სამი წლით ციხეში წავა. ციხე ემუქრება ყველას, ვინც არ აღიარებს კონსტიტუციურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, მაგალითად პარლამენტს, მთავრობას, პრეზიდენტს. "ქართული ოცნების" გაწერილი კრიტერიუმებით, ხალხთან ერთად ამ კანონით პატიმრობა ემუქრება მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც.