სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური სამსახური

08.11.21 10:24
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახურის  მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  

უწყების ცნობით,  მედიკოსები მას მუდმივ მონიტორინგს უწევენ.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფორმაციისთვის: 5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.

პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება", - წერია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები