ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩთან საქართველოში

05.03.26 19:07
ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის ელჩთან საქართველოში

საფრთხის მოშორება ისრაელისთვის, უნდა მოხდეს ირანის რეჟიმის მოშორებით, შესაბამისად ის უნდა გავუშვათ, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიამ “დიანა ტრაპაირიძის დღის ამბებში“ განაცხადა. 

მისი თქმით, ირანის რეჟიმის მთელი აქტივობა, დღისით და რამით, არის ტერორი.

ირანი ტერორიზებას ცდილობს ადგილობრივ დონეზე ადამიანებისა და რეჟიმისგან ვნახეთ იანვარში, რომ 35 ათასზე მეტი უდანაშაულო მოკლეს იმის გამო, რომ თავისუფლებას ითხოვდნენ. რეჟიმის მთელი აქტივობა, დღისით და რამით, არის ტერორი. ისინი მაქსიმალურს აკეთებენ, რომ ისრაელის სახელმწიფო დაანგრიონ. ეს არის მუდმივი საფრთხე, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და ახლა ვუმკლავდებით, - თქვა ელჩმა.

 ვალიდ აბუ ჰაიამ აზერბაიჯანში,  ნახიჩევანზე მიტანილ იერიშზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ “ირანის გარდა, არ ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყანას აინტერესებდეს აზერბაიჯანის გამოწვევა, რადგან სწორედ მათ ინტერესშია, ომი გააფართოვოს, სხვა ქვეყნები ჩართოს ამ ომში“

აზერბაიჯანის მთავრობამ, ცხადად განაცხადა რომ ეს იყო ირანის მხრიდან თავდასხმა, თუ არ იქნებოდა ირანიდან, მაშინ სხვა საიდან იქნებოდა, არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს ინტერესები აზერბაიჯანის რომელიმე ნაწილზე მიიტანოს იერიში, არ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სხვა მხარე არის, რომელსაც აინტერესებს აზერბაიჯანი გამოიწვიოს, გარდა ირანის, რომელიც ცდილობს რომ ეს ომი გააფართოვოს, სხვა ქვეყნები ჩართოს ამ ომში  და კიდევ ერთხელ ეს არის ტერორის რეჟიმი, ისინი საერთაშორისო სამართლის წესებს არ მიჰყვებიან და ფიქრობენ, რომ იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც მოესურვებათ ისრაელთან, თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებით, - თქვა მან.

ელჩმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ირანი ცდილობს დამიზნება უდანაშაულო ადამიანებზე გააკეთოს, ისრაელი კი მხოლოდ სამეხდრო ობიექტებს უტევს.

ირანი დამიზნებას უდანაშაულო ადამიანებზე აკეთებს, ჩვენ შემთხვევაში კი დამიზნება ხდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამ ტერორისტული რეჟიმის ნაწილია, ისინი კი ჩვენს უდანაშაულო ადამიანებს ებრძვიან, - დასძინა მან.

ვალიდ აბუ ჰაიამ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა მისი მოთხოვნით მოხდა და მისი მიზანი ინფორმაციის გაცვლა, ასევე დახმარების შეთავაზება იყო საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად ისრაელიდან.

როდესაც აღვნიშნე, რომ ბოჭორიშვილს შევხვდი, ეს იყო ფაქტი, ეს იყო მეორე თუ მესამე დღე ომისა, მე გადავეცი ზოგადი ინფორმაცია და ინფორმირება მოვახდინე მინისტრის, ომის შესახებ, რამ გამოიწვია, რომ ჩვენ ეს ოპერაცია დაგვეწყო, ჩვენს მოკავშირე ამერიკელებთან ერთად, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ. შევთანხმდით, რომ კომუნიაკციაში უნდა ვიყოთ მათთან და რა ტქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატებთან ვართ ყოველდღიურ კომუნიკაციაში და ეს იყო დიპლომატიის შემადგენელი ნაწილი. ასევე ვკიტხე, რამე დახმარება თუ სჭირდებოდათ ჩვენი მხრიდან, თუ იყო რამე გეგმა ქართველების ჩამოსაყვანად, რადგან საჰაერო სივრცე იყო დაკეტილი. შეხვედრა კონსტრუქციული და ბუნებრივი გამოვიდა, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ირანელებს არ აინტერესებთ დიპლომატიური მოლაპარაკებები, მათ აინტერესებთ მეტი დრო ჰქოდნეთ, რათა მეტი ქმედება განახორციელონ ბირთვულ და სხვადასხვა მიმართულებით.