მძღოლებზე გადაფორმებული ქონებები - ახალი დეტალები ჯარის ძარცვის საქმეზე
მძღოლების აღიარებითი ჩვენებები ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ -დღეს სასაამრთლოსთვის მიცემული ჩვენებით გაირკვა რომ ყოფილმა მინისტრმა პოსტის დატოვების შემდეგ, მისი მძღოლი, რომელიც დაცვის ფუნქციასაც ითავსებდა სამხედრო პოლიციიაში ფიქტიურად დაასაქმა, რეალურად კი ის კვლავ ბურჭულაძის ოჯახს ემსახურებოდა.
დადასტურდა რომ ყოფილი მინისტრი ოჯახის საქმეებზე დასაქმებულ პირი, რომლის სახელზეც დიდი ქონება იყო გადამალული სამხედრო პოლიციის თანაშრომლოად იყო გაფორმებული.
ის ამბავი, რაზეც დღეს სასამართლო პროცესზე ისაუბრეს, ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავს. ირკვევა, რომ ნაღდ ფულს ჯუანშერ ბურჭულაძე მძღოლს აძლევდა, შემდეგ კი ამ ფულს ყოფილი მინისტრის დავალებით სხვადასხვა ანგარიშზე რიცხავდა. ახლა ჩნდება კითხვამ ათეთრებდა თუ არა მძღოლის საშუალებთ თავდაცვის მინისტრის უკანონო შემოსავლებს.
ბურჭულაძის მძღოლის გარდა ჩარიცხვებზე, გადარიცხვებზე და გადაფორმებებზე დღეს სასაამართლოს ბრალდებული ვასილ მხეიძის მძღოლმაც მოიყვა. მოსამართლის თანასწრებით მოწმემ თქვა რომ მხეიძის თხოვნით იუსტიციის სახლში მივიდა და წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა.
სასამართლო სხდომის დეტალები - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.