უვარგისი საკვები ციხეებში - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
ხაჭაპურში აღმოჩენილი ხოჭო, მატლები პაშტეტში, ობიანი სოსისი, გაუთლელი ჭარხალი - ეს სია გრძელია და საკვებად უვარგისი პროდუქტები პატიმრებთან დიდი ხანია მიდის. პენიტენციური სამსახური წლებია დარღვევებს აგროვებს, მაგრამ მალავს. "რადიო თავისუფლებამ" ჟურნალისტურ გამოძიებაში მოუყარა თავი, რას აჭმევენ პატიმრებს. 6 წელია პატიმრებს კომპანია "ილი ჯგუფი" კვებავს - ჯერ 73 მლნ ხელშეკრულება მიიღო, შემდეგ 103 მლნ, ამ დრომდე ციხეების საჭმლით მომარაგება ისევ ამ კომპანიაზეა დამოკიდებული.
ახლა უკვე ოფიციალური დოკუმენტებთ დგინდება, რომ ის რასაც წლების განმავლობაში პატიმრები უვარგის საკვებზე ყვებოდნენ სიმართლე იყო, უარყოფა კი რომელსაც პენიტენციური სამსახური ავრცელებდა ტყუილი. ჟურნალისტურ გამოძიებაში რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოამზადა პატიმრები ყვებიან, რომ მენიუში გაწერილი საკვები მხოლოდ ფორმალურად მიდიოდა ციხეებში, მაგრამ იმდენად უვარგისი, იყო რომ ჭამა შეუძლებელი იყო.
სია 260 დარღვევას შეიცავს და მხოლოდ 2025 წლის რამდენიმე თვეს ასახავს - სწორედ აქ ვკითხულობთ თეთრი მატლებით სავსე პაშტეტის და ობიანი სოსისის შესახებ. ირკვევა, რომ ციხებში ხშირად ხორცი არ შეჰქონდათ, არც კარაქი, ნედლის ნაცვლად საპატიმროებში გაყინული ხორცი შედიოდა, სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრები ვერ იღებდნენ სპეციალურ კვებას და საჭირო რძის პროდუქტებს.
ილი ჯგუფი, ჯერ კიდევ წულუკიანის მინისტრობიდან მოყოლებული, ციხეებში კვებას უზრუნველყოფს. კონტრაქტს სისტემატიურად არღვევს, პენიტენციურისგან იღებს ჯარიმებს, რომელსაც არ იხდის და ასაჩივრებს, არც ხელშეკრულებას უწყვეტენ და დარღვევების სერიის მიუხედავად უვარგის საკვებს მაინც აწვდის საპატიმროებს. ილი ჯგუფის დამფუძნებელი იაშა ჩაჩუა საგამოძიებო უწყებებს არც კი დაუბარებიათ გამოსაკითხად.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.