ხალხი ფასდაკლების მოლოდინში და SALE-ებზე ნაყიდი პროდუქტები
საქართველოში ხალხი ფასდაკლებებს არა ცნობილი ბრენდების სამოსსა და აქსესუარებაზე არამედ საკვებ პროდუქტებზე ელოდება. დღეს სურსათის იმპორტიორებმა დაადასტურეს, რომ მაღაზიებში მოსახლეობა თვიდან თვემდე ფასდაკლებებს ელოდება, რომ პროდუქტი იყოს. საუბარია არა დელიკატებზე, არამედ პირველადი მოხმარების საქონელზე, პროდუქტებზე რომელიც სამზარეულოში ხალხს ყოველ დღე სჭირდება.
პროდუქტები წლიდან წლადე ძვირდება - მზარდია კარაქის ფასიც - განმარტებები კარაქ "პრეზიდენტის" იმპორტიორსაც მოსთხოვეს - რატომ ღირს ევროპაში კარაქი სამ ევრო ნახევარი, საქართველოში კი თითქმის 14 ლარი. ნინო წილოსანმა პრეტენზიები ვერ დამალა უმსხვილეს ფრანგულ კორპორაცია ლაქტალისთან.
რატომ არის ძვირი პროდუქტი საქართველოში არა მხოლოდ ევროპულთან, არამედ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით? - როშენის და დანონის იმპორტიორი დღეს თავს იმართლებდა - ქართული ბაზარი პატარაა, კომპანიები დიდი მოცულობის ტვირთს ვერ ყიდულობენ, ამიტომ მწარმოებლებს ურჩევნიათ მათ ძვირად მიყიდონ.
ქართულ ოცნებას დღეს მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა დაწყობილი ნარატივი ამოუყირავეს - ე.წ. ქეშბექი მსხვილი იმპორტიორების მტკიცებით არა ტვირთი, არამედ გამოსავალია - თუ ქეშბექი გაუქმდება მოქალაქეები განახევრებულ ფასად პროდუქციას ვერ იყიდიან და პროდუქტებზე ფასებიც არ დაიკლებს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.