რეპრესიული კანონების მიღება ივანიშვილის პარანოიდალური ახირებაა, რომ ხალხმა ლეგიტიმურად აღიაროს - დეკანოიძე

05.03.26 21:25
რეპრესიული კანონების მიღება ივანიშვილის პარანოიდალური ახირებაა, რომ ხალხმა ლეგიტიმურად აღიაროს - დეკანოიძე

ახალი რეპრესიული კანონების მიღება ივანიშვილის პარანოიდალური ახირებაა, რომ ხალხმა ისინი თანასწორად აღიაროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ივანიშვილის ფეხები ბაკუნი, მხოლოდ და მხოლოდ დადასტურებაა იმის, რომ “ოცნებაში“ სერიოზული კომპლექსი აქვთ არალეგიტიმურების.“

“ივანიშვილი, საკუთარ ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, რაზედაც პრეტენზია 2012 წელს ჰქონდათ, ანაწევრებენ და ფრაგმენტაციას აკეთებენ ადამიანების“, - თქვა დეკანოიძემ.

ახალი რეპრესიული კანონების მიღება “ოცნებას“ იმისთვის, რომ მე და თქვენ, ან თავისუფლებაზე დარჩენილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დაიჭირონ, აღარ სჭირდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი კომპლექსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარანოიდალური ახირება, ასევე ივანიშვილის პროქსების პარანოიდალური ახირება, რომ ქართველმა ხალხმა ისინი თანასწორად აღიაროს. 

ივანიშვილის ფეხები ბაკუნი, რომ თუ მე ამ ადამიანებმა არ მაღიარეს ლეგიტიმურად, მე მათ 3-წლიანი ციხით დავემუქრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურებაა, რომ ყველას “ოცნებაში“ აქვს სერიოზული კომპლექსი იმის, ნამდილად არ არიან ლეგიტიმურები.

ივანიშვილის ეს ნარცისიზმი რაც აქვს, მან იცის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, შესაბამისად, პირველ რიგში ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ კანონი. მათ წინააღმდეგ მიმართული სერიოზული რეპრესიები და გამოცხადებული ე.წ. რუსული მშვიდობა, - განაცხადა დეკანოიძემ.