აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - აზერბაიჯანის თავდაცვა
აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 5 მარტს, სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს შორის, ქართული მხარის ინიციატივით შედგა.
„მხარეებმა დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე.
სატელეფონო საუბრის დროს ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“, - აღნიშნავს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.