ქვეყანას მართავს რეალობას მოწყვეტილი “ოცნების“ რამდენიმე ლიდერი, რომლის მთავარი ხელწერა ბოროტებაა - ვაშაძე
დღეს ქვეყანას მართავს რეალობას მოწყვეტილი “ოცნების“ რამდენიმე ლიდერი, რომლის მთავარი ხელწერა ბოროტებაა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ქვეყანაში რაც ხდება დიდი ბოროტებაა და ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, საკუთარ მოქალაქეებს “აკაცუკებს“ და “უსამშობლოებს“ უწოდებს.
ეს ბოროტებაა, რაც ხდება ქვეყანაში. მზია ამაღლობელს რომ ტოვებ ციხეში, ბოროტებაა, ბოროტებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები ციხიდან აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, ბოროტებაა, როდესაც ქაღალდის სროლისთვის ადამიანს მრავალწლიან პატიმრობაზე უშვებ, ბოროტებაა როდესაც ერთ დღეს ამხელა ისტორიის მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ტექნიკურ უნივრსიტეტს და ილიაუნის გამოცხადებს, რომ ფაქტობრივად გაუქმებ. უნდა გავყოთ ეს ყველაფერი, ჩვენ თანხმობის და ერთიანობის პროცესს ვთავაზობთა დამიანებს, ვისაც აღარ უდნა ასე ცხოვრება. არ შეიძლება ტელევიზორებს ვრთავდეთ და უბრალოდ სულ ცუდი ამბავი მოდიოდეს. ხელისუფლებას ირქმევ და როგორ ელაპარაკები შენს მოქალაქეებს - “უსამშობლო“, “აკაცუკი“, თან ისე ღიმილით და ამაყად ამბობენ, ეს რა არის საერთოდ. შენ რომ ქვეყნის მმართველ გუნდად წარმოგიდგენია თავი, შეიძლება ასეთ სეგრეგაციას ახდენდე შენი მოსახლეობის? - განაცხადა ვაშაძემ.