თბილისის აქციას გურია და აჭარა უერთდება - ავტოკოლონები "ბლექ სი არენადან" დაიძრება
თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შემოუერთდებიან.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი აჭარიდან და გურიიდანაც ჩამოვა. სიმბოლურად კოლონები ივანიშვილის კუთვნილი "ბლექ სი არენადან", საქართველოს დროშებით და ყოფილი პრეზიდენტის ფოტოსურათებით, დაიძრება. აქციის მონაწილეები საკონცერტო დარბაზთან უკვე იკრიბებიან.
გურიიდან მოქალაქეების ნაწილი პროტესტის მონაწილეებს საჯავახოში შეუერთდება.