დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ - ღარიბაშვილი

08.11.21 11:04
დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საუბარი თვითმართველობის არჩევნების შეფასებით დაიწყო და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის თქმით, დღეიდან მთავრობა მხოლოდ საქმეზე ისაუბრებს.

ეს იყო ისტორიული არჩევნები და ისტორიული გამარჯვება, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ხალხს და მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ. ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრირება, მინდა, მინისტრებს საჯაროდ განვუცხადო, რომ დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები