ევროკომისიის პრესსპიკერი: "ოცნების" ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც უვიზო მიმოსვლაა დაფუძნებულია
კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია - ამის შესახებ „ევროსკოპს“ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განუცხადა.
ლამერტმა თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ იქნა ახალი სავიზო შეჩერების მექანიზმი.
მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის.
კომისიამ გადაწყვიტა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. დღეიდან, 6 მარტიდან პირველ ეტაპზე 12 თვის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოყენებულ იქნა ახალი სავიზო შეჩერების მექანიზმი.
კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც უვიზო მიმოსვლა დაფუძნებულია. ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. დღევანდელ გადაწყვეტილებასთან ერთად კომისიამ მიიღო ახალი სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და სასაზღვრო დაცვისთვის, რათა მხარი დაუჭიროს უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილების ეფექტიანად განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ გაძლიერდება შემოწმება ყველა ქართველ მოქალაქეზე, ვინც კვეთს ევროკავშირის გარე საზღვრებს ახალი ზომების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.ელი აღარ არის“.- განაცხადა ლამერტმა.
ასევე ნახეთ:
- ევროკომისია: ქართველი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად შეჩერებულია
- ევროკავშირი საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარზე მკაცრ კონტროლს გაატარებს