ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ, დესტრუქციაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს - კობახიძე ოპოზიციას ემუქრება

08.11.21 11:27
ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ, დესტრუქციაზე მიიღებენ უმკაცრეს პასუხს - კობახიძე ოპოზიციას ემუქრება

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ოპოზიციას ემუქრება. ირაკლი კობახიძის ოპონენტებს მოუწოდებს, "ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ".  

ულტიმატუმები შეუძლიათ, თავისთვის შეინახონ, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, თუ ამის მცდელობა იქნება. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სიმშვიდე, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები, თუ ვინმეს ექნება რაიმე მცდელობა, გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ ამაზე უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად"- თქვა კობახიძემ. 

ნიკა მელიამ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა 6 ნოემბერს მისცა. მისი თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე უწყვეტი პროტესტი გაიმართება.

სააკაშვილი 38-ე დღეა, რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები