"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა" - პეტერ ფიშერი
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს და ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხმაურება.
მისი თქმით, მათი სურვილია, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ.
პეტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრიც კი გახდეს - "ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული".
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვეულებრივი პასპორტების მქონე ქართველებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა გააგრძელონ. თქვენ მეგობრები ხართ და ევროკავშირში თქვენი მიღება ყოველთვის სასიხარულოა. შეგიძლიათ, რომ ევროკავშირის წევრებიც კი გახდეთ. ეს თქვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ ევროკავშირს შორდებით," - წერს პეტერ ფიშერი.
ასევე ნახეთ: