მზადება SWIFT-დან გათიშვისთვის? - ეკონომისტები შესაძლო სანქციების შიშზე მიუთითებენ

06.03.26 20:27
მზადება SWIFT-დან გათიშვისთვის? - ეკონომისტები შესაძლო სანქციების შიშზე მიუთითებენ

ოთხი ქართული ბანკი, ჩინური გადასახადების სისტემაში ჩასართავად ემზადება, ერთ-ერთია "ქართუც". საზოგადოებამ "ქართუ ბანკის" პოდკასტით გაიგო, რომ ჩინურ საგადასახადო სისტემასთან ვინტეგრირდებით

ჩინეთზე საგარეო ვაჭრობის მხოლოდ 8 პროცენტი მოდის, ევროპაზე 45 პროცენტზე მეტი, "პირველებმა" დასვა კითხვა, კითხვა, რაში გვჭირდება ჩინური საგადასახადო სისტემის დანერგვა, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის - SWIFT-ის ალტერნატივად მიიჩნევა?

ეკონომისტები დიდი ხანია ამ პროცესს აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ ჩინურ საგადასახადო სისტემასთან მიბმა სანქციების შიშმა განაპირობა და განსაკუთრებით, ჩინური სისტემა ივანიშვილის ბანკს სჭირდება. თუ "ქართუს" დაასანქცირებენ, იარსებებს გამოსავალი - მსოფლიოში აღიარებული SWIFT-ის გარდა არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა - რუსული "მირი" ან ჩინური "სიპსი". 

SWIFT-ი დოლარში გადარიცხვებისთვის უალტერნატივოა. ეკონომისტების შეფასებით, ქვეყნის ამ სისტემიდან გათიშვა ფაქტობრივად ეკონომიკის პარალიზებას ნიშნავს. ჯერ კიდევ გასულ წელს ევროპარლამენტის რეზოლუციებში გაჩნდა ჩანაწერი ივანიშვილის "ქართუს" SWIFT-დან გათიშვაზე, ამიტომაც ფინანსისტები ფიქრობენ, რომ გაჩნდა ჩინური ანალოგის გამოყენების იდეა. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში