რატომ შეუცვალეს ლაშა ტალახაძის კომპანიას საინვესტიციო პირობები?
ირაკლი კობახიძემ ხელმოწერით ლაშა ტალახაძის კომპანიას საინვესტიციო პირობები შეუცვალა. საუბარია კომპანია "ჰილსაიდზე", რომლის 26 პროცენტიან წილს ლაშა ტალახაძე ფლობს - "ჰილსაიდს" ვარკეთილში სპორტული მოედნის მოწყობა დაევალა, თუმცა, რა ვალდებულებები ჰქონდა სპორტსმენ დეპუტატს და რა მიიიღო ამ ვალდებულებების შესრულეკბის სანაცვლოდ, საჯარო დოკუმენტებში არ ჩანს.
რა პირობები შეიცვალა კომპანია "ჰილსაიდისთვის"? - 2022 წელს, როდესაც საინვესტიციო პირობები განისაზღვრა, მთავრობის დადგენილებები არ ქვეყნდებოდა, ამიტომ ხელშეკრულების თავდაპირველი ვერსია უცნობია - რა ვალდებულებები ჰქონდა აღებული კომპანიას, რა შეასრულა და რა ვერ, კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტით, რთულია დადგენა. ვიგებთ მხოლოდ იმას, რომ ღია ტიპის სპორტული მოედანი ვარკეთილში 12 ათას მეტრ კვადრატამდე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს - ვადა 2029 წლის 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა - კომპანიას 6 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
რა პირობები შეიცვალა ლაშა ტალახაძისთვის, ამის გადამოწმება "პირველების" ჟურნალისტმა დეპუტატთან სცადა, თუმცა, ტალახაძემ საუბარი არ ისურვა. კომპანია "ჰილსაიდის" 26 პროცენტს სწორედ ლაშა ტალახაძე ფლობს - მან წილის მართვის უფლება გიორგი ტალახაძეს 4 მარტს გადასცა. კომპანიის 74 პროცენტის მფლობელი კი "ლა ბელა ჯორჯიაა", რომელიც გიორგი ყაფლანიშვილის საკუთრებაშია.