ანი მიროტაძე შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვს

06.10.26 00:01
ანი მიროტაძე შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვს

ანი მიროტაძე შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებისთვის ციხის კარის გახსნას ითხოვს.

როგორც მან დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა, ის, როგორც ჟურნალისტი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს შედიოდა ციხეში და არსებულ ვითარებას ეცნობოდა, ახლა კი, “ოცნების“ პირობებში, ციხის კარები სრულად ჩაკეტილია.

ახლა აღარავის უშვებენ ციხეში, თუ დასამალი არაფერი აქვთ, რატომ? გახსნან შესაბამისი კომპეტენციის ადამიანებისთვის ციხის კარები, რომ დავიჯეროთ, მშვიდად ვიყოთ, რომ იქ პატიმრებს ისევ არ აწამებენ. მითუმეტეს, ძალიან დიდი ეწვი გვაქვს, რომ შესაძლოა, ეს კიდევ განმეორდეს, სულ რაღაც 14 წლის წინ ხდებოდა ეს ამბავი. არავინ არ ვართ დაცული, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, - განაცხადა მიროტაძემ.